вторник, 18 августа 2015 г.

ბარბუს დენისონი



ბარბუს დენისონი - (Pentius Denisonii) ქვირითით მშობი,  მტკნარი წყლის აკვარიუმის თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. მას წითელზოლიან ბარბუსადაც მოიხსენიებენ (Crossocheilus Denisonii).

გავრცელების არეალი

  ბუნებაში ბარბუს დენისონის გავრცელების არეალია ცენტრალური აზიის ჩქარი დინების მქონე და ჟანგბადით მდიდარი მთის მდინარეები, ამ სახეობის თევზი გვხვდება აგრეთვე ინდოეთის სამხრეთ ნაწილში ანალოგიური ტიპის მდინარეებში. ევროპაში ბარბუს დენისონი შეყვანილ იქნა 1997 წელს, თუმცა მისი მეცნიერული აღწერა მანამდე დიდი ხნის წინ მოხდა. ბარბუს დენისონის მკვეთრი და ხასხასა შეფერილობის გამო, აგრეთვე მისი აქტიური ცხოვრების წესის გამო, მან პოპულარობა სწრაფად მოიპოვა მოყვარულ და პროფესიონალ აკვარიუმისტებს შორის, განსაკუთრებით მათ შორის ვისაც ეგზოტიკური გაფორმების აკვარიუმები აქვთ.

 გარეგნული ვიზუალური მონაცემები და სქესობრივი სხვაობანი

  ბარბუს დენისონის სხეულის ფორმა წაგრძელებული და ლანცეტისებრია. სხეულის უდიდესი ნაწილი შეფერილია მოვერცხლისფრო და ოქროსფერ ფერად. მთელი სხეულის გასწვრივ ერთ ვერტიკალურ უწყვეტ ზოლად გასდევს შავი შეფერილობის ხაზი. მის ზემოთ კი პარალელურად თევზის ცხვირიდან ზურგის ფარფლამდე გასდევს მკვეთრი და ხასხასა შეფერილობის წითელი ფერის ზოლი. დენისონის ზურგი შეფერილია ღია ყვითელ ფრად, რაც შეეხება მისი კუდის ფარფლს, რომელიც მოგვაგონებს ლათინურ ასო ბგერა V-ს დაბოლოვებები შეფერილი აქვს მკვეთრ შავ და ყვითელ ფერად. ზურგის საცურაო ფარფლის წინა სხივები შეფერილი აქვს წითლად. ხოლო სხვა ფარფლები ან ზოგადად სადა და გამჭვირვალეა ან კიდევ ღია ყვითელი. ოპტიმალურ პირობებში ბარბუს დენისონი იზრდება 15 სმ სიგრძის. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა გრძელდება 8 წლამდე. ბარბუს დენისონი გუნდური პრინციპით მცხოვრები თევზია. მდედრის განსხვავება მამრისაგან ადვილია, ვინაიდან მდედრის გვერდები სიგანეში შედარებით გამოწეულია და აქვს მომრგვალებული ფორმა, განსაკუთრებით ქვირითობის პერიოდში.

  აკვარიუმში ბინადრობის პირობები

 ბარბუს დენისონი ძალიან ფრთხილი და მშიშარა თევზია, რომელიც სუსტ მკვეთრ მოძრაობებზეც კი სხარტად რეაგირებს, მოქმედებებზე რომლებიც აკვარიუმის ცენტრალური საყურებელი მინის წინ მიმდინარეობს. მას შეუძლია აკვარიუმიდან ამოხტომა, ამიტომ იმ სათავსოს სადაც ამ სახეობის თევზის ყოლას ვაპირებთ, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამცავი თავსაფარი.

  ბარბუს დენისონებს აკვარიუმში გუნდური პრინციპით ასახლებენ 7-10 თევზის ოდენობით, იმისდა გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში თევზის ეს სახეობა ძალზედ იშვიათია და ძირითადად უცხო ქვეყნებიდან შემოჰყავთ, მისი თვითღირებულობა საგრძნობლად ძვირია.

  ბარბუს დენისონის ყოლისათვის განკუთვნილი აკვარიუმის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 200 ლიტრი, ნეიტრალურია 400 ლიტრის  მოცულობის მქონე  აკვარიუმი, ხოლო ოპტიმალური პირობების შესაქმნელად საჭიროა 500 და მეტი ლიტრის მოცულობის მქონე აკვარიუმი. აღსანიშნავია რომ ბარბუს დენისონი ძალიან სწრაფად იზრდება და რამოდენიმე თვეში აღწევს 12-15 სმ სიგრძეს, ამიტომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მისი სათავსო მუდმივად იყოს თავდახურული. აკვარიუმში სადაც ამ სახეობის თევზი სახლობს სასურველია, გრუნტის სახით გამოყენებულ იქნეს მდინარის წვრილი რუხი შეფერილობის ქვიშა (დაუშვებელია მდინარის შლამი) აგრეთვე რეკომენდირებულია წვრილად დამტვრეული გრანიტის ქვის გრუნტი, აუცილებელია რომ გრუნტად გამოყენებული მატერიალი ქიმიურად ნეიტრალური იყოს. რეკომენდირებულია აკვარიუმის უკანა კედელთან ფონის გასწვრივ ცენტრალურ ნაწილში მცენარის გიგანტური ფესვების დეკორაციების ჩადგმა, ხოლო აკვარიუმის გვერდებთან კი ანალოგიური მასალის სამალავების მოწყობა. ბარბუს დენისონი ეფექტურად გამოიყურება აკვარიუმში მუქი შეფერილობის ფონის არსებობისას, აკვარიუმის გრუნტში უნდა ჩაირგოს სხვადასხვა ტიპის წყალმცენარეები, როგორც ფართოფოთლიანი ასევე წვრილი და წაგრძელებული ფოთლების მქონე. ბარბუს დენისონებს არ ჭირდებათ აკვარიუმის განათება.

  წყლის პარამეტრები

  ბარბუს დენისონებისათვის ოპტიმალური წყლის პარამეტრებია: წყლის ტემპერატურა 22-24 C გრადუსი. წყლის სიხისტე 8-12, ხოლო წყლის მჟავიანობა უნდა იყოს რბილი, მაგრამ ნეიტრალურთან მიახლოვებული. აუცილებელია ვიზრუნოთ აგრეთვე წყლის მომარაგებაზე ჭარბი ჟანგბადითა და მისი მასის ერთი მესამედის ყოველკვირეულ ცვლაზე, წყლის მასის ფილტრაცია, რეკომენდირებულია ხდებოდეს ბიოლოგიური ფილტრით.

 თავსებადობა სხვა სახეობის თევზებთან

  ბარბუს დენისონი მშვიდობისმყოფელი თევზია და შესაბამისად სხვა ანალოგიური ხასიათისა და ზომის მქონე თევზებთან ხალისით თანაცხოვრობს. დაუშვებელია მათ საბინადრო არეალში მცირე ზომის სხეულის მქონე და ფართოფარფლიანი ნაკლებადმოძრავი თევზების განტავსება, რადგან პირველნი საკვებად იქნებიან აღქმულნი მათ მიერ, ხოლო უკანასკნელების ფარფლებს დააზიანებენ.

  კვების თავისებურებანი

 ბარბუს დენისონი არ არის პრეტენზიული საკვების მიმართ ის მიირთმევს ნებისმიერი ტიპისა და რაციონის საკვებს, მაგრამ მისი სხეულის ზრდისათვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად საჭიროა, მისი ცხოველური წარმოშვების ცოცხალი საკვებით გამოკვება, ისეთებით როგორიცაა: მოტილი, დაფნია და ტრუბოჩნიკი. აღსანიშნავია ისიც, რომ პერიოდულად რეკომენდირებულია მათთვის მცენარეული საკვები დანამატების მიცემა, ამ შემტხვევაში იდეალური ვარიანტია სალათის ფოთლები, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს მდურარე წყალში და გამოშრეს მზეზე ერთი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც წვრილად დაკუწული მიეწოდება საკვებად თევზებს.

 ბარბუს დენისონებს კვებავენ დღეში ორჯერ დილით დაახლოვებით 10-11 სთ-ზე და საღამოთი 19-20 სთ-სი შუალედებში.




 გამრავლება

  დღევანდელი დღისათვის ბარბუს დენისონის ხელოვნურ პირობებში გამრავლების შესახებ, არსებობს ძალიან მწირი ინფორმაცია. თუმცა ცნობილია ის, რომ ამ სახეობის თევზის მდედრის გადასმა ქვირითობის პერიოდში ხდება ჯგუფურად 200 ლ მოცულობის მქონე აკვარიუმში, რომელიც სპეციალურად არის განკუთვნილი თევზის საქვირითოდ და წყლის რეკომენდირებული პარამეტრები წყლის ტემპერატურა უნდა იქნეს აწეული 26-28 C გრადუსამდე ხოლო Ph - 5,7 

 ქვირითის დასაყრელად აკვარიუმში ათავსებენ ბრტყელი და გლუვი ზედაპირის მქონე მასიურ ქვებს, მას შემდეგ რაც დენისონი დაყრის მასზედ ქვირითს საჭიროა მათი საერთო სატავსოში გადასხმა, ვინაიდან ისინი მიდრეკილნი არიან ქვირითის შეჭმისაკენ.

 ქვირითის ინკუბაციის პერიოდი 2-4 დღემდე გრძელდება, (ინკუბაციის პროცესში შენარჩუნებულ უნდა იქნეს წყლის ზემოთაღნიშნული პარამეტრები) რის შემდეგაც ქვირიტიდან იჩეკებიან ლიფსიტები, რომლებიც 3 დღის შემდეგ იწყებენ აქტიურ ცურვასა და საკვების მიღებას, საწყოს ეტაპზე წყლის ტემპერატურა ლიფსიტებისათვის უნდა დაიწიოს 22-24 გრადუსამდე, ხოლო საკვებად მიეცეთ მხოლოდ ცხოველური წარმოშვების ცოცხალი საკვები.




Комментариев нет:

Отправить комментарий