среда, 15 июля 2015 г.

ბარბუსი პეპელა



  ბარბუსი პეპელა (Barbus hulstaerti) - ქვირითით მშობი აკვარიუმის თევზი კარპების (კობრისებრთა) ოჯახიდან.

  არეალი

  ბარბუსი პეპელა ბუნებაში გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე მდებარე მდინარე კონგოს ქვედა დინების მტკნარ წყლებში.

  გარეგნული მონაცემები და სქესობრივი სხვაობის თავისებურებანი

  ბარბუსი პეპელას სხეული წაგრძელებულია, გვერდები სრული, ხოლო ზურგი მახვილის პირის ფორმისა თავის არეში აქვს ზედა ყბის მიერ ქვედას გადმომფარავი ფორმის პირი და მის მიდამოში რამოდენიმე მცირე ზომის ულვაში. ბარბუსი პეპელას ზურგი ყავისფერი შეფერილობისაა, გვერდები მოყვითალო მოყავისფრო, ან თაფლისფერი, ხოლო კუდის ნაწილი კი ყვითელი, გამჭვირვალე თეთრ ფერში გარდამავალი. გვერდებზე მკვეთრად აღენიშნება რამოდენიმე შავი შეფერილობის ლაქა, მისი ფარფლების შეფერილობა მოყვითალო ფერისაა, კუდის ფარფლში არსებული სხივები კი შავად არის შეფერილი, იგივე ფრის ჩანართები აქვს ზურგისა და ანალურ ფარფლებზე. მდედრი ბარბუსი პეპელა მამრისაგან შეგვიძლია განვასხვავოთ, მისი სხეულის მამრზე გაცილებით დიდი ზომითა და სხეულის შეფერილობის ნაკლები სიმკვეთრით. მამრ ბარბუს პეპელას სხეულზე არსებული ლაქები აქვს ნახევარსფეროსებრი ფორმის, ხოლო მდედრს წრიული.

  ბარბუსი პეპელა იზრდება 3.5 - დან 4 სმ -მდე



  აკვარიუმში ბინადრობის პირობები

  ხასიათი ბარბუს პეპელას აქვს მშვიდობისმყოფელი. თევზის ეს სახეობა ძალიან აქტიური და მოძრავია, რეკომენდირებულია მისი ყოლა გუნდური პრინციპით 6 ან 7 თევზისაგან შემდგარი ჯგუფით მათი დასახლება აკვარიუმში იდეალური ვარიანტია.

  ბარბუს პეპელა საცურაო არეალად ირჩევს აკვარიუმში არსებული წყლის მასის შუა და ზემო ნაწილს, რაც შეეხება მათ თანაცხოვრებას სხვა მშვიდობისმყოფელ თევზებთან ერთად არ არის მიზანშეწონილი, მათი ყოლა ნაკლებად მოძრავ, ზანტ და მასიური კუდის ფარფლის მქონე თევზებთან, რადგანაც ისინი მსგავსი მახასიათებლების მქონე თევზებს დასდევენ და აგლიჯავენ კუდის ფარფლს.

  ბარბუს პეპელას საბინადროდ არჩევენ მართკუთხედის ფორმის 80 სმ სიგრძის მქონე აკვარიუმს, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული წყალმცენარეები, აკვარიუმის უკანა კედლის გასწვრივ და გვერდებზე, ხოლო ცენტრალური ნაწილი კი უნდა იყოს თავისუფალ საცურაო სივრცედ გამოყენებული, ამავე აკვარიუმში სასურველია განთავსდეს მინი თავშესაფრები, როგორიცაა მცენარის ფესვებისაგან დამზადებული დეკორაციები.

  ბარბუს პეპელას საბინადრო აკვარიუმის განათება არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი.

  წყლის პარამეტრები

  ბარბუს პეპელას სათავსო აკვარიუმის წყლის პარამედრები შემდეგია: სიხისტე 3-5, მჟავიანობა 6-6.5, ხოლო ტემპერატურა 20-25 C გრადუსი. გარდა ამისა აუცილებელია აკვარიუმში განთავსდეს მძლავრი ფილტრი წყლისა, სასურველია ბიოლოგიური ფილტრი და უნდა ხდებოდეს აკვარიუმის წყლის სისტემატურად მომარაგება ჟანგბადის ჭავლით შესაბამისი კომპრესორიდან, ყოველ კვირაში ერთხელ კი საჭიროა, აკვარიუმის წყლის 30%-ის ცვლა.

  კვება

  ბარბუს პეპელას საკვებად აძლევენ, როგორც ცოცხალ (დაფნია, მოტილი, კორეტრა, იშვიათად ტრუბოჩნიკი), ასევე მშრალ დაპრესილ ფირფიტებსა და გრანულებს. ზრდასრული თევზის კვება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ, დილას აკვარიუმის განათების ჩართვიდან 30 წუთის შემდეგ და საღამოს, აკვარიუმში განათების გამორთვიდან მინიმუ 60 წუთით ადრე.

  გამრავლება

  ბარბუს პეპელას გამრავლება შესაძლებელი ხდება 4-5 თვის ასაკიდან, სწორედ ამ ასაკში აღწევენ ისინი სქესობრივ სიმწიფეს, მათ გასამრავლებლად გამოიყენება აკვარიუმი არანაკლებ 100 ლიტრის მოცულობისა წყლის მცირე აერაციით, წყლის დონე კი აკვარიუმში არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ-ს. აკვარიუმის თავზე, წყლის ზედაპირთან ამაგრებენ სპეციალურ წვრილი ფორების მქონე ბადეს.

  ამ სახეობის თევზების გასამრავლებლად განკუთვნილი აკვარიუმის წყლის მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პარამეტრებს: წყლის სიხისტე არაუმეტეს 2, მჟავიანობა Ph 6-6.5, ხოლო ტემპერატურა კი 28-25 C გრადუსი.

  შობადობის წინ, თევზებს ( 1 მდედრსა და 2 მამრს) ამყოფებენ ცალკე სათავსოში დაახლოვებით 1-1.5 თვის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე კვებავენ მათ კარგად, მხოლოდ ცოცხალი ცხოველური საკვებით. მდედრი ყრის დაახლოვებით 80 ცალ ქვირითს, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა მოხდეს მშობლების განცალკევება ქვირიტისაგან და წყლის დონე 15 სმ-დან 5სმ-მდე უნდა დავწიოთ. აგრეთვე გამოვცვალოთ წყლის 50 % ქვირითის ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 1-2 დღის ვადით, რის შემდეგაც ლიფსიტები დაიჩეკებიან, ლიფსიტების დაჩეკვიდან 3-4 დღის შემდეგ ისინი იწყებენ აქტიურ ცურვას, ხოლო საკვებად მათ უნდა მივცეთ ცოცხალი, ცხოველური წარმოშვების საკვები.

Комментариев нет:

Отправить комментарий