ცისფერი ნეონი
ცისფერი ნეონი იგივე ჩვეულებრივი ნეონი ან ნეონ-ტეტრა (ლათ: paracheirodon innesi) - ქვირითით მშობი თევზის სახეობა ქარაცინების ოჯახიდან, გავრცელებულია ამაზონის ზედა აუზში და წარმოადგენს ტროპიკულ, აკვარიუმის თევზს.
აღწერა
ცისფერი ნეონის ზურგი, მუქი ნარინჯისფერი, რუხი ან ვერცხლისფერი შეფერილობისაა, თევზს თვალებიდან საცურაო ბუშტის ანალურ ნაწილამდე გასდევს, ნეონის სტილის ერთმანეთში გარდამავალი, ღია ცისფერი ან მუქი ლურჯი შეფერილობა. მამრებს პირდაპირი ზოლი, ხოლო მდედრებს ტალღოვანი. ბუნებაში ვხვდებით სხვადასხვა ჯიშის ჩვეულებრივ ნეონებს, რომელთაც ეს მონაკვეთი, არა ცისფერი არამედ მწვანე შეფერილობისა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეფერილობის მქონე თევზი, ჩვეულებრივ ნეონთა ჯგუფს მიეკუთვნება, მოყვარულები მათ განსაკუთრებულ ჯიშად გამოყოფენ და მწვანე ნეონს უწოდებენ. მდედრი ცისფერი ნეონი იზრდება 4 სმ სიგრძის, ხოლო მამრი კი შედარებით მცირე ზომისაა მდედრზე და 0,5-1სმ სიგრძეს აღწევს.
ისტორია
ცისფერი ნეონი აღმოჩენილ იქნა 1934 წელს, ფრანგი მოგზაურის ავგუსტ რაბოს მიერ, (August Rabaut) მის მიერ ამაზონის ჯუნგლებში შესრულებული ექსპედიციის დროს. რაბოს ძალიან მოეწონა შემთხვევით დაჭერილი ულამაზესი თევზი და გადაწყვიტა ევროპაში მისი წამოყვანა, რათა აუქციონის წესით გაეყიდა. ცისფერი ნეონი ძალიან მოიწონა ფრანგულმა საზოგადოებამ, მაგრამ გარკვეული დროის მონაკვეთი თევზს დასახელება არ მიენიჭა. 1935 წელს ცისფერი ნეონი მოხვდა, ცნობილი ინგლისელი აკვარიუმისტისა და პუბლიცისტის უილიამ ნენსის ხელში, რომელმაც თევზი შემდგომი კვლევებისათვის გადასცა მისსავე ამერიკელ მეგობარს დოქტორ ჯორჯ მაიერსს.
შედეგად 1936 წელს ვაშინგტონის ბიოლოგიური საზოგადოების ეგიდით გამოცემულ პრესაში გაჩნდა მაიერსის ავტორობით სტატია, სადაც საუბარი იყო ცისფერ ნეონზე, მაიერსმა უილიამ ნენსის საპატივსაცემოდ თევზს უწოდა ანალოგიური დასახელება Hupessobrucon innesi, ხოლო მოგვიანებით მას გადაერქვა სახელი და ეწოდა Paracheirodon innesi.
არეალი
ცისფერი ნეონები ბინადრობენ ამაზონის ზედა აუზში, სან პაულო დე ოლივესადან იკიტოსამდე, ძირითადად მდინარე ტუტუმაიოში, აგრეთვე ბოკა დუ ტაპაიას ტერიტორიაზე არსებულ მდინარე პურუსში.
ძირითადი მახასიათებლები
ცისფერი ნეონები აქტიურად მოძრავი, ჯგუფურად მცხოვრები, მშვიდობისმყოფელი თევზები არიან.
სქესობრივი სიმწიფის, ზრდასრულ ასაკს ცისფერი ნეონები აღწევენ 5-8 თვეში. ინკუბაციისას მდედრი ცისფერი ნეონი ყრის 50-დან 150-მდე ოდენობის ქვირითს, ძირითადად ქვის გლუვ ზედაპირზე. ქვირითის ინკუბაციის პერიოდი 24 საათს გრძელდება, რის შემდგომაც 4-5 დღის განმავლობაში ლიფსიტები არღვევენ ქვირითის გარსს და იშვებიან.
აკვარიუმში ყოლის პირობები
აკვარიუმში ყოლისას ცისფერი ნეონებისათვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 20-23 C გრადუსს, წყლის სიხისტე კი 6-15-ს, მჟავიანობა Ph 5.2-7.7 ლიფსიტების შობისათვის საჭიროა მსუბუქი სიხისტის წყალი 0,5-3 წყლის ტემპერატურა კი 23-25 C გრადუსი. აკვარიუმის პირობებში ცისფერი ნეონები უპირატესობას ანიჭებენ, აკვარიუმის ფსკერზე და შუა ნაწილში ცურვას, თევზი არ აზიანებს წყალმცენარეებს და არ ესხმის თავს აკვარიუმის სხვა ბინადრებს, მოზრდილი თევზებისათვის, მაგალითად ციხლიდებისათვის, ნეონები შეიძლება აღქმულ იქმნენ საკვებ ობიექტად, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მათი მოზრდილ თევზებთან ერთად თანაბინადრობა.
განსაკუთრებული ქცევა
ახალ აკვარიუმში, აგრეთვე შეჯვარების პერიოდში, მამრებს შორის, მდედრზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ან საკვების სიმცირისას, ხშირია ცისფერი ნეონების ბრძოლა ერთმანეთთან, რომელიც ძალიან ხშირად სუსტი თევზის სიკვდილით მთავრდება, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ მათი კვების რაციონის ოდენობა და მამრების ერთმანეთისაგან განცალკევება შეჯვარებისას.
კვება
ნეონები იკვებებიან, ცოცხალი ცხოველური წარმოშვების საკვებით, აგრეთვე მშრალი კომბინირებული და ნახევრადფაბრიკატი მცენარეული საკვებით, ამასთანავე სპეციალური საკვები დანამატებით, თუ გსურთ რომ თევზის შეფერილობა იყოს მკვეთრი და ხასხასა, ზრდასრულ ცისფერი ნეონს ჭირდება დღეში ორჯერ კვება მცირე ულუფებით, დილით აკვარიუმის განათების ჩართვიდან დაახლოვებით 35 წთ-ის შემდგომ და საღამოთი აკვარიუმის განათების გამორთვამდე 1 საათით ადრე.
სელექცია
ცისფერი ნეონების სელექციისათვის საკმარისია 3 აკვარიუმი, აქედან ერთი 40 ლ მოცულობის შეჯვარებისა და ქვირითის დაყრის პერიოდებისათვის, ხოლო დანარჩენი ორი კი 100 ლ ტევადობის, წამოზრდილი ლიფსიტების განსაცალკევებლად სქესის მიხედვით.

477
ОтветитьУдалить