ბარბუსი (ალისფერი) - (Barbus ticto) ქვირითითმშობი აკვარიუმის თევზი კარპების (კობრისებრთა) ოჯახიდან.
არეალი
ალისფერი ბარბუსი ბუნებაში გავრცელების არეალია შრი-ლანკასა და ინდოეთის მტკნარი მდორე დინების მქონე მდინარეები, სუბტროპიკულ სარტყელში პაკისტანიდან შრი-ლანკამდე, ევროპაში ეს თევზი პირველად გამოჩნდა 1903 წელს.
გარეგნული მონაცემები და სქესობრივი განსხვავებანი
ალისფერი ბარბუსის სხეული ოვალური ფორმისაა, წაგრძელებული და გვერდებზე შებრტყელებული, ულვაშები არ აქვს. მისი ზურგი ღია მწვანე შეფერილობისაა, გვერდები მოვერცხლისფრო, ნარინჯისფერში გარდამავალი, კუდის მიდამოში და მკერდის არეში საცურაო ბუშტთან, აღენიშნება მუქი შეფერილობის ზოლები, სხეულის ფარფლების დაბოლოვებები, კი ოქროსფერი აქვს, ზოგიერთ მათგანს ქერცლების დაბოლოვება აქვს შავი შეფერილობის, რაც მის სხეულზე ქმნის ულამაზესი შესახედავობის ვიზუალს. მდედრის განსხვავება მამრისაგან შესაძლებელია მისი ზომითა და შეფერილობით, მდედრი მამრზე გაცილებით დიდი მოცულობისაა და შედარებით ღიად შეფერილი. ზრდასრული მამრის ზომებია 5,5-6სმ, ხოლო მდედრისა 6,5-7 სმ, იშვიათად მდედრის ზომა აღწევს 8 სანტიმეტრსაც. ალისფერი ბარბუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა ოპტიმალურ პირობებში 9-10 წელია. ეს დასახელება თევზმა მიიღო იმის გამო, რომ ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მდედრი ბარბუსის სხეულის შეფერილობა ხდება გამოკვეთილად მკვერთი ნარინჯისფერი, ან წითელი. ბარბუსის ამ სახეობის ჩვეულებრივი ფორმის მქონე თევზების გარდა არსებობენ ამავე სახეობის ჰიბრიდული ფორმების მქონე თევზებიც, ასეთ ჰიბრიდებს აქვთ ღია მწვანე შეფერილობა ყავისფერში გარდამავალი, ხოლო საცურაო ბუშტზე შავი ლაქა.
აკვარიუმში ბინადრობის პირობები
ალისფერი ბარბუსები მიეკუთვნებიან მშვიდობისმყოფელი თევზების კატეგორიას, აკვარიუმში უკეთესია მათი დასახლება 6 ან 7 თევზისაგან შემდგარი გუნდის პრინციპით, ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მსგავსი მოცულობის მქონე სხვა მშვიდობისმყოფელ თევზებთან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათ მიერ საკვებად აღიქმება მცირე ზომის ლიფსიტები. ალისფერი ბარბუსის ყოლისას აკვარიუმში სასურველია გვქონდეს მუქი შეფერილობის გრუნტი და მუქი ფონი აკვარიუმის უკანა კედელზე, ამ შემთხვევაში თევზის შეფერილობა გაცილებით ხასხასა ჩანს, ხოლო განათება კი რეკომენდირებულია დავამაგროთ აკვარიუმის წინა კედელზე. ალისფერი ბარბუსის საბინადროდ გამოიყენება მართკუთხედის ფორმის მქონე აკვარიუმი, მინიმუმ 50 ლიტრის მოცულობის. ალისფერი ბარბუსები ადვილად ეგუებიან სხვადასხვა სიხისტისა და მჟავიანობის მქონე წყალს, ოპტიმალურია ხისტი წყალი. სიხისტე 5-18, მჟავიანობა 5.5-8. ისინი ადვილად გადიან ადაპტაციას ახალ გარემოში და ცხოვრობენ 18-28 C გრადუსის ტემპერატურის მქონე წყალში. ალისფერი ბარბუსებით დასახლებულ აკვარიუმში რეკომენდირებულია წყლის ზედაპირზე მოტივტივე წყალმცენარეების ქონა, რაც დადებითი იმ მხრივაც, არის რომ ალისფერ ბარბუსებს ეძლევათ თავისუფლად ცურვისათვის მასშტაბური ზონა. ეს კი თავის მხრივ დადებითად აისახება თევზის ზრდა-განვითარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, გარდა ამისა აუცილებელია აკვარიუმში იდგეს ფილტრი და ჟანგბადის კომპრესორით სისტემატურად ხდებოდეს წყლის აერაცია.
კვება
ალისფერი ბარბუსები იკვებებიან როგორც ცოცხალი, ასევე მშრალი, ნახევრადფაბრიკატი, გაყინული საკვებით, ზრდასრულ ალისფერ ბარბუსებს კვებავენ დღეში ორჯერ დილით აკვარიუმის განათების ჩართვიდან 30 წუთის შემდეგ და საღამოს აკვარიუმის განათების გამორთვამდე 60 წუთით ადრე.
გამრავლება
ალისფერი ბარბუსი სქესობრივი სიმწიფის ასაკს აღწევს 3,5 - 4 თვის ასაკში, აკვარიუმის პირობებში მათ გასამრავლებლად საჭიროა ცალკე 20 ლიტრის ტევადობის მქონე აკვარიუმში იმ მდედრის გადასმა, რომლის ინკუბაციის პერიოდიც დასასრულს უახლოვდება, აკვარიუმში სადაც მოთავსებულ იქნება მაკე მდედრი, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 28-30 C გრადუსი და უნდა იდოს წინასწარმომზადებული გლუვი ზედაპირის მქონე ბრტყელი მასიური ქვა, რომელზედაც მდედრი დაყრის დაახლოვებით 200 ცალ ქვირითს, ქვირითის დაყრის შემდგომ აუცილებელია მდედრის უწინდელ სათავსოში დაბრუნება. 3-4 დღის განმავლობაში წყლის ინტენსიური განათების პირობებში ქვირითიდან გამოიჩიკებიან ლიფსიტები, რომლებიც საწყის ეტაპზე სასურველია ვკვებოთ ცოცხალი ცხოველური საკვებით.



Комментариев нет:
Отправить комментарий