воскресенье, 12 июля 2015 г.

ბარბუსი (ზვიგენისებრი)


  ზვიგენისებრი ბარბუსი - (Barbus melanopterus) აკვარიუმის თევზი, კარპების (კობრისებრთა) ოჯახიდან.

 არეალი

  ბუნებაში ზვიგენისებრი ბარბუსი ბინადრობს ტაილანდსა და აზიის სამხრეთ აღმოსავლეთ კუნძულებზე კალიმანტანასა და სუმატრაში არსებულ სწრაფი დინების მქონე მდინარეებში. ამ თევზს რამოდენიმე სახელწოდება აქვს, ისეთები როგორიცაა: ზვიგენისებრი ბალანტიხეილუსი, შავკუდა ბალანტიხეილუსი, სამფეროვანი ზვიგენი, ვერცხლისფერი ზვიგენი, ცეცხლოვანკუდიანი ბარბუსი, ზვიგენი ბალუ. აკვარიუმისტებისათვის ზვიგენისებრი ბარბუსი, როგორც თევზის სახეობა, რამოდენიმე ათეული წლის წინ გახდა ცნობილი, ის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 1990 წლიდან გამოჩნდა, როგორც აკვარიუმის თევზი.

  გარეგნობის ვიზუალური თავისებურებანი და სქესობრივი სხვაობა

  ზვიგენისებრი ბარბუსის სხეულის მოყვანილობა ძალიან წააგავს ქაშაყს, მას წვრილი და წაგრძელებული ანატომიური აღნაგობა აქვს, პატარა პირი და დიდი თვალები, მთელი სცეული დაფარული აქვს ვერცხლისფერი შეფერილობის ქერცლით, რომელიც აირეკლავს რა სინათლის სხივებს ვერცხლისფრად ელვარებს. ზვიგენისებრი ბარბუსის გარფლები ისევე როგორც წინა მხრის საცურაო აგრეთვე კუდის მოზრდილი ფარფლი, გამოირჩევიან ყვითელი შეფერილობის ჩანართებითა და შავი კონტურებით, ზვიგენისებრი ბარბუსის მდედრი ზომითა და წონით აღემატება მამრს, პატარა ასაკში მათ შორის სქესობრივი სხვაობის დადგენა თითქმის შეუძლებელია. ზვიგენისებრი ბარბუსი იზრდება ძალიან სწრაფად და ხშირად აღწევს 30-35 სმ სიგრძეს, აკვარიუმის პირობებში კი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაა 9-10 წელი.

  აკვარიუმში ბინადრობის პირობები

  ზვიგენისებრი ბარბუსი ჯგუფურად მობინადრე და მშვიდობისმყოფელი თევზების კატეგორიას მიეკუთვნება, ამიტომაც როგორც წესი, თევზის ამ სახეობას აკვარიუმში ასახლებენ ერთ გუნდად 4-6 ცალის ოდენობით. თუმცა, თუ აკვარიუმის ზომები ამის საშუალებას არ იძლევა შესაძლებელია ერთი წყვილი ზვიგენისებრი ბარბუსის ყოლაც, მაგრამ დაუშვებელია ერთი ცალი თევზის განმარტოვებით მოთავსება, რადგან ასეთის შემთხვევაში ის იღებს სტრესს, რის შედეგადაც კვდება. ზვიგენისებრი ბარბუსი ადვილად თანაცხოვრობს დიდი მოცულობის მქონე თევზებთან ერთად, როგორც წესი ზვიგენისებრ ბარბუსებს ყიდიან შესაბამისი კარანტინის გავლის გარეშე, პირდაპირ ბუნებრივ პირობებში დაჭერილებს, ამიტომ აკვარიუმის დასუფთავებისას, ან წყლის გამოცვლისას გაკეთებული ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობაც კი, მათში იწვევს პანიკას და შეიძლება ასევე გახდეს თევზის სტრესული მდგომარეობის მიზეზი. როგორც წესი ისინი კარანტინს გადიან 1 თვის ვადაში და ეგუებიან აკვარიუმის პირობებს. ზვიგენისებრი ბარბისების მცირე გუნდის მოსათავსებლად რეკომენდირებულია მართკუთხედის მოცულობისა და 150-200 ლიტრის მოცულობის მქონე აკვარიუმი, 150 ლიტრის ტევადობაზე მცირე აკვარიუმში მათი მოთავსება გამოიწვევს, თევზის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებასა და ზრდის პროცესის შეფერხებას, აგრეთვე თევზის ზომების შემცირებას. იმისდა გამო, რომ ზვიგენისებრ ბარბუსს ხშირად უყვარს წყლის ზედაპირზე ჰაერის სივრცეში ამოხტომა, აკვარიუმი უნდა დაიხშოს იზოლირებული თავსახურით. რაც შეეხება აკვარიუმის შიდა ვიზუალს მისი ფსკერი სასურვეილა გაფორმდეს მასიური ფერადი ქვებითა და ისეთი სახის წყალმცენარეებით, როგორიცაა ანუბისების სხვადასხვა სახეობები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფლად საცურაო სივრცის შესახებ, რომელიც ზვიგენისებრ ბარბუსებს უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავი, ამიტომ აკვარიუმი არ უნდა გადავტვირთოთ დეკორაციით რაც თევზს შეუქმნის წინაღობას. 

  ზვიგენისებრი ბარბუსის წარმატებით საარსებოდ წყლის ოპტიმალური მაჩვენებლებია: სიხისტე 12-15, ხოლო მჟავიანობა Ph 6,5-7,5 რაც შეეხება წყლის ტემპერატურას ოპტიმალურია 24-27 C გრადუსი დიაპაზონ. მათ საბინადრო აკვარიუმში სისტემატურად უნდა ხდებოდეს წყლის ფილტრაცია და აგრეთვე წყლის მასების ჟანგბადის ჭავლით სისტემატური მომარაგება.

  კვება

  ზვიგენისებრი ბარბუსი იკვებება, მშრალი, ცოცხალი და მცენარეული საკვებით, რომელიც უნდა მივცეთ პერიოდულად და მონაცვლეობით ერთ კვირიანი ინტერვალებით ზრდასრულ ასაკში დღეში ორჯერ დილას აკვარიუმის განათების ჩართვიდან 30 წუთის შემდგომ და საღამოთი აკვარიუმის განათების გამორთვამდე 1 საათით ადრე. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ზვიგენისებრი ბარბუსის საჭმლის მომნელებელი სისტება ძალიან სატუთია, ამიტომ ექსპერიმენტები მისი კვების რაციონთან დაკავშირებით დაუშვებელია, არ შეიძლება მისი კვება პურის ნამცეცებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარცენებით.

 გამრავლება

 ზვიგენისებრი ბარბუსი სქესობრივი სიმწიფის ხანას აღწევს 2-3 წლის ასაკში, მაგრამ მათი აკვარიუმის პირობებში შეჯვარება და გამრავლება არის ძალიან რთული და გვხვდება ძალიან იშვიათად, ძირითადად ამ თევზის იმპორტირება ხდება აზიის სამხრეთ აღმოსავლეთიდან.

  აკვარიუმის პირობებში მათი გამრავლებისათვის კი აუცილებელია 500 ლიტრის მოცულობის მქონე აკვარიუმი სადაც უნდა ჩავსხათ ერთი მდედრი და ორი მამრი 4 წლის ასაკს მიღწეული ზვიგენისებრი ბარბუსები , (აქედან მდედრის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 33 სმ, ხოლო მამრებისა მინიმუმ 25 სმ)  და ინკუბაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც 40 დღიდან 2 თვემდე გრძელდება დაყრის რა ქვირითს წინასწარმომზადებულ, მასიურ  გლუვი ზედაპირის მქონე ქვაზე მდედრი, ქვირითს დაუყოვნებლივ უნდა მოვაშოროთ თევზები და გადავიყვანოთ სხვა სათავსოში, ქვირითიდან ლიფსიტების გამოსაჩეკად რეკომენდირებულია, წყლის ტემპერატურის აწევა 28 C  გრადუსამდე, ხოლო წყლის სიხისტისა და მჟავიანობის მაჩვენებლების დაწევა. ქვირითის დაყრიდან 2-4 დღის განმავლობაში ხდება ლიფსიტების მიერ გარსის ეტაპობრივად გარღვევა და მათი გამოჩეკა.










Комментариев нет:

Отправить комментарий